დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/02/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 28, 22/02/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.10.003.000.971 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №27
2008 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წელი, №58, მუხლი 501) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
კობა აბულაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე
კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე
ნიკა გვარამია – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ირაკლი კოვზანაძე – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე
დავით კორძაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის მდივანი
ნიკოლოზ ლეკიშვილი – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე
ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ლევან რაზმაძე – სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარე
ეკატერინე შარაშიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
პეტრე ცისკარიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი.“;
ბ) ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვალაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის დებულების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგინოს დასკვნა ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების (მათ შორის, უიმედო საგადასახადო დავალიანების) ჩამოწერის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები