„საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

„საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 309
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.018694
309
03/07/2015
ვებგვერდი, 06/07/2015
480140000.10.003.018694
„საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №309

2015 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2015 წლის 23 ივნისს  ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“  შეთანხმება.
მუხლი 2
საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს არგენტინის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი