„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 72/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 15/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016978
72/ნ
15/07/2015
ვებგვერდი, 16/07/2015
430010000.22.022.016978
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №72/ნ

2015 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების (სსმ, 163, 14/12/2010, ს/კ: 430010000.22.022.016036) მე-4 პუნქტით დამტკიცებულ „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალში“ (დანართი №4) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) 090603 ქვედარგი/სპეციალიზაცია და 090604 ქვედარგი/სპეციალიზაცია ამოღებულ იქნეს;

ბ) 090612 ქვედარგის/სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 090613 ქვედარგი/სპეციალიზაცია და 090614 ქვედარგი/სპეციალიზაცია:

„090613 - ნეირორეაბილიტაცია;

090614 - ველნეს თერაპია“;

გ) 112101 ქვედარგი/სპეციალიზაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„111201 - სპორტის ფიზიოლოგია“;

დ) 112151 - 112155  პროფესიული სპეციალიზაციები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„111251 - მწვრთნელი (სახეობის დაკონკრეტებით);

111252 - მსაჯი (სახეობის დაკონკრეტებით);

111253 - მაშველი;

111254 - მყვინთავი;

111255 - მეხანძრე - მაშველი.“;

ე) 1120 დარგის/სპეციალობის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დარგი/სპეციალობა:

„1121 - ჯანმრთელობის მეცნიერებები“;

ვ) 1121 დარგ/სპეციალობას დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვედარგი/სპეციალიზაცია - „112101 - ენისა და მეტყველების თერაპია“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე