„სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 02/07/2015
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 210020090.57.069.016063
9
02/07/2015
ვებგვერდი, 03/07/2015
210020090.57.069.016063
„სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №9

2015 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

„სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებით დამტკიცებულ „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესში“ ( www.matsne.gov.ge, 23.06.2011, 210020090.21.014.016022) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსებისა და გამოქვეყნების შესაძლებლობას უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“.

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სისტემის მეშვეობით საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისათვის შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის გამოქვეყნების საფასურს.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსებისა და გამოქვეყნების შესაძლებლობას უზრუნველყოფს სააგენტო.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სისტემის მეშვეობით ერთი საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისათვის საფასურის ოდენობა შეადგენს:

ა) 50 ლარს, როდესაც შესაბამის კონკურსში საკონკურსო წინადადების მიღების ვადის დასრულების მომენტისთვის საკონკურსო წინადადება წარმოადგინა სულ მცირე ერთმა პრეტენდენტმა ან როდესაც კონკურსს მიენიჭა სტატუსი „შეწყვეტილია“;

ბ) 25 ლარს, როდესაც შესაბამის კონკურსში საკონკურსო წინადადების მიღების ვადის დასრულების მომენტისთვის საკონკურსო წინადადება არ წარმოუდგენია არცერთ პრეტენდენტს.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური გადაიხადოს შესაბამის კონკურსში საკონკურსო წინადადების მიღების ვადის დასრულებიდან 30 დღის ვადაში ნებისმიერი პერიოდულობით, გამოცხადებული კონკურსების რაოდენობის შესაბამისად.“;

ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდისათვის, ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას შეეზღუდება სისტემით სარგებლობის უფლება საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის არსებული დავალიანების სრულად გადახდამდე.“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. გარდამავალი დებულებები

2015 წლის 1 ივლისამდე სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გახდაზე მოქმედებს შემდეგი წესები:

ა) საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისათვის საფასურის ოდენობა შეადგენს 10 ლარს;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური გადაიხადოს შესაბამისი კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში ნებისმიერი პერიოდულობით, გამოცხადებული კონკურსების რაოდენობის შესაბამისად;

გ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდისათვის, ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას შეეზღუდება სისტემით სარგებლობის უფლება საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის არსებული დავალიანების სრულად გადახდამდე;

დ) საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური გადაიხდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების შესაბამისად;

ე) საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების ზედმეტად გადახდილი საფასური უკან ბრუნდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-8–მე-10 პუნქტების შესაბამისად.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე