მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არმქონე იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ სადაც არ იმოქმედებს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსით“-თ გათვალისწინებული სანქციები

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არმქონე იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ სადაც არ იმოქმედებს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსით“-თ გათვალისწინებული სანქციები
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016281
31
30/06/2015
ვებგვერდი, 06/07/2015
010250000.35.153.016281
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არმქონე იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ სადაც არ იმოქმედებს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსით“-თ გათვალისწინებული სანქციები
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №31

2015 წლის 30 ივნისი

ქ. მცხეთა

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არმქონე იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ, სადაც არ იმოქმედებს საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“-თ გათვალისწინებული სანქციები

საქართველოს  კანონის  ,,ნარჩენების  მართვის  კოდექსის“  33-ე  მუხლის პირველი პუნქტის,  48-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“-ს   მე-16   მუხლის  მე-2 პუნქტის  ,,ზ“ ქვეპუნქტის,  54-ე  მუხლის  პირველი პუნქტის ,,ე.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის   ,,ნორმატიული   აქტების   შესახებ“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემის არ მქონე ის დასახლებული ტერიტორიები, სადაც არ ვრცელდება საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა) და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ის დასახლებული ტერიტორიები,   რომელზეც  გავრცელდება საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე მუხლის  პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციები დანართი №2 შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამ ანსიანი



დანართი №1
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვებისა  და გატანის სისტემის არმქონე დასახლებული ტერიტორიები

 


1. საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. ახალსოფელი, სოფ. შანკევანი, სოფ. არაშენდა, სოფ. ჯიღაურა;

2. გალავნის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. ბიწმენდი, სოფ. ზაქარო, სოფ.  ბურიანი, სოფ. ნავდარაანთკარი, სოფ. კოტორაანთკარი, სოფ. ჭილაანთკარი, სოფ. წინამძღვრიანთკარი (ნარჩენების გატანა ხდება მხოლოდ დევნილთა დასახლებიდან),

სოფ. გალავანი (ნარჩენების გატანა ხდება მხოლოდ ბავშვთა სახლიდან და საბავშვო ბაღიდან);

3. ცხვარიჭამიის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. ცხვარიჭამია, სოფ. თეზამი, სოფ. მშრალხევი, სოფ. ლელუბანი, სოფ. მამკოდა;

4.აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. აღდგომლიანთკარი, სოფ. ფრეზეთი, სოფ. უფურეთი, სოფ. ახალდაბა;

5. წილკნის ადმინისტრაციული ერთეული - სელექციის დასახლება (ნარჩენების გატანა ხდება მხოლოდ საბავშვო ბაღიდან);

6.წეროვნის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. სხალტბა;

7. ძეგვის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. სათოვლე (ნაბაღრები),სოფ. ხეკოძი,სოფ. კარსანი;

8.  ნიჩბისის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. ზემო ნიჩბისი;

9. ლისის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. ლისი, სოფ. წოდორეთი, სოფ.ბევრეთი, სოფ.ტაბაკური, სოფ. ლელობი, სოფ. ძალაანთხევი, სოფ. აგარაკი, სოფ. მსხალდიდი, სოფ. მუხათწყარო, სოფ. ნაფეტვრები, სოფ. ნახშირგორა.

 

 


    დანართი №2
მცხეთის მუნიციპალიტეტის ის დასახლებული ტერიტორიები, რომელზეც გავრცელდება სანქცია ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძირებისათვის

1. ქსნის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. ქსანი;

2. ციხისძირის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. ციხისძირი;

3. წეროვნის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. წეროვანი, სოფ. ჩარდახი, სოფ. გოროვანი;

4. ქსოვრისის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. ქსოვრისი, სოფ. ვარდისუბანი;

5. ვაზიანის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. ვაზიანი;

6. მუხრანის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. მუხრანი, სოფ. პატარა ქანდა, სოფ. ძველი ქანდა;

7.ძალისის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. ძალისი;

8. წილკნის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. წილკანი, სოფ. ერედა, სელექციის დასახლება ( მხოლოდ საბავშვო ბაღის  მიმდებარე ტერიტორია);

9. მისაქციელის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. მისაქციელი, სოფ. ნატახტარი, სოფ. ახალუბანი;

10.  საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. საგურამო, სოფ. წიწამური, ზაჰესი (მცხეთის თემის მუნიციპალიტეტში შემავალი ტერიტორია);

11.  გალავნის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. გალავანი (ბავშვთა სახლის და საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია), სოფ. წინამძღვრიანთკარი (დევნილთა დასახლება);

12.  ძეგვის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. ძეგვი, სოფ. მუხადგვერდი.

13.  ნიჩბისის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. ქვემო ნიჩბისი, სოფ. ახალი ნიჩბისი; სოფ. სასხორი.

14.  აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. ნავაზი.