დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260050.35.112.016227 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №35 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www. matsne.gov.ge, 03.10.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.112.016190) შეტანილ იქნეს ცვლილება და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის: |
ა)
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების,ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალების შესრულებისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)განისაზღვრება თვეში არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარით.“. |
ბ)
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საკრებულოს წევრს პირველ მუხლში აღნიშნული თითოეული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის შეიძლება დაუკავდეს ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: ა. საკრებულოს გეგმური სხდომის გაცდენისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარი; ბ. საკრებულოს კომისიის გეგმიური სხდომის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარი; გ. საკრებულოს ფრაქციის გეგმიური სხდომის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარი; დ. ამომრჩევლებთან გასვლითი შეხვედრის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარი; ე. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ამომრჩეველთა მიღების დღის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები