„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, პარკების, სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 02/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.112.016226
25
30/06/2015
ვებგვერდი, 03/07/2015
330090020.35.112.016226
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, პარკების, სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №25

2015 წლის 30 ივნისი

       ქ. ლანჩხუთი

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, პარკების, სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების,  პარკების,  სხვა გეოგრაფიული  ობიექტების  სახელდებისა  და  ქუჩების,  მოედნების,  შესახვევების,  ჩიხების, მრავალბინიანი  სახლების  სადარბაზოების,  ბინების  და  კერძო  საკუთრებაში  არსებული  მიწის  ნაკვეთების  ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №23 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, პარკების და სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესში" (დანართ №1) (სსმ ვებგვერდი matsne.gov.ge 03/06/2015 სარეგისტრაციო კოდი (330090020.35.112.016224) შევიდეს  ცვლილება და:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4.

1. გეოგრაფიული ობიექტის სახელდებასთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი წინადადებით შეიძლება მიმართოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, საკრებულოს წევრმა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ,  დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა.

2. მიმართვაში მითითებული უნდა იყოს სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება, გეოგრაფიული ობიექტების აღწერა (გეოგრაფიული ობიექტების მდებარეობა, მისი მოსაზღვრე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები და სხვა). მიმართვა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს.

3. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საფუძველი შეიძლება იყოს ქუჩების, მოედნების, პარკის ან სხვა გეოგრაფიული ობიექტის არსებული სახელწოდების შეცვლა (გადარქმევა). ახალი ქუჩის, მოედნის, პარკის ან სხვა გეოგრაფიული ობიექტებისათვის სახელწოდების მინიჭება ან უსახელო ქუჩისა და მოედნისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელწოდების მინიჭება.".

3. მე-7 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამთავრობო კომისიის მიერ საკრებულოსათვის თანხმობის (დადებითი დასკვნის) მიცემის შემთხვევაში, თანხმობის მიღებიდან 1 თვის ვადაში საკითხი დადგენილი წესით განიხილება საკრებულოს სხდომაზე. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საკრებულოს დადგენილი წესით იღებს შესაბამის განკარგულებას.“.

4.  მე-7 მუხლის მეხუთე პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე