სს „სილქნეტისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

  • Word
სს „სილქნეტისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1374
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019478
  • Word
1374
26/06/2015
ვებგვერდი, 03/07/2015
000000000.00.003.019478
სს „სილქნეტისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1374

2015 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

სს „სილქნეტისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271  მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 274 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად:

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის განთავსების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ, ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის გარდაბან-მარნეულის სატყეო უბნის საცხენისის სატყეოს კვარტალ  №1-ის ლიტერ №1-ში არსებულ მიწის ფართობზე (10 კვ.მ), სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების ჭრის უფლების გარეშე) ვადა სს „სილქნეტს“ განესაზღვროს 49 (ორმოცდაცხრა) წლით.

2. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის, საკომპენსაციო ღონისძიების სახით, სს „სილქნეტმა“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ადიგენის სატყეო უბნის ადიგენის სატყეოს №4 კვარტალის №2 ლიტერში, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობას დაქვემდებარებულ ტოლფას ფართობზე (10 კვ.მ), 2015 წლის 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე უზრუნველყოს ტყის აღდგენის ღონისძიება − ტყის კულტურების გაშენება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                  ირაკლი ღარიბაშვილ