დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1362 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019466 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1362
2015 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ
1. „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს დანართის მიხედვით.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №311 განკარგულება.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 3 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები