დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 აპრილის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.112.016228 |
|
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 აპრილის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 აპრილის №16 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი matsne.gov.ge 06/05/2015 სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.112.016217) შევიდეს ცვლილება და: |
1.
დადგენილების მე-5 მუხლი იქნეს ამოღებული; |
2.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებული გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებარვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის": |
ა)
პირველი თავის მე-2 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტი იქნეს ამოღებული; |
ბ)
პირველი თავის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. კომისია განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის განცხადების შესაბამისობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და მოქმედებს ამავე კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად.“; |
გ)
III თავის მე-8 მუხლის მე-14 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
დ)
IV თავის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი იქნეს ამოღებული. |
ე)
IV თავის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ და,,ჭ“ ქვეპუნქტები იქნეს ამოღებული. |
ვ)
„IV თავის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის,,წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,წ) არ დაუშვას ნებართვის გამცემის შეუტყობინებლად ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების გარეშე ნებართვის სხვა პირისათვის ნებისმიერი ფორმით გადაცემა.“; |
ზ)
IV თავის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ნებართვა გაიცემა არაუმეტეს 2-წლიანი ვადით.“; |
თ)
IV თავის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 2. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში ნებართვის გამცემი გასცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში.“; |
ი)
V თავის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თავი V. ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრა და გადახდის წესი მუხლი 21. ნებართვის ფასის გადამხდელი კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებელი ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებარვის მისაღებად იხდის ნებართვის გაცემის ფასს. მუხლი 22. ნებართვის გაცემის ფასის გამოანგარიშების წესი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასი თითოეული კატეგორიების მიხედვით განისაზღვროს: ა) M1 კატეგორიისათვის 120 ლარის ოდენობით; ბ) M2 კატეგორიისათვის 240 ლარის ოდენობით; გ) M3 კატეგორიისათვის 480 ლარის ოდენობით; მუხლი 23. ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი და ვადები 1. ნებართვის გაცემის ფასის გადახდა ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოებს საბანკო დაწესებულებაში და მთლიანად ჩაირიცხება ნებართვის გამცემის მიერ, მითითებულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე. 2. საბანკო მომსახურების ხარჯებს გადაიხდის ნებართვის მაძიებელი. 3. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ნებართვის გაცემის ფასის გადახდისას დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი.“. |
3.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი N2-ის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 2
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M 2 და M 3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობა
ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის
ნ ე ბ ა რ თ ვ ა N 0 0 0
სამარშრუტო ხაზის N--- ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორია ------ ნებართვის გაცემის თარიღი:_______________ ნებართვის მოქმედების ვადა: 20 წლის ________________დან 20 წლის ________________მდე
_________________________________________________________________________ ნებართვის მფლობელი (გადამზიდავი)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი _________________________________________________________________________ ნებართვის გამცემი ხელმოწერა /სახელი, გვარი/ “.
|
4.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი N3-ის, ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უწყებრივი სანებართვო რეესტრი (ჟურნალის ფორმა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 3
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები