დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მიმდინარე წლის 13-14 ივნისს ქ. თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1359 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019463 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1359
2015 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
მიმდინარე წლის 13-14 ივნისს ქ. თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
1. ნება დაერთოთ საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, მიმდინარე წლის 13-14 ივნისს ქ. თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული სამუშაოების დაფინანსება განახორციელონ 2015 წლისათვის განსაზღვრული შესაბამისი ბიუჯეტების ფარგლებში.
2. საჭიროების შემთხვევაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2015 წლის 14 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები