დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქვეყნის ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 ივლისის №790 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1355 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019496 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1355
2015 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
„ქვეყნის ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 ივლისის №790 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქვეყნის ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 ივლისის №790 განკარგულება.
2. დაევალოთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროებს, „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“ დამტკიცებისა და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №400 დადგენილებაში უზრუნველყონ შესაბამისი ცვლილებების განხორციელების ინიციირება, მიმდინარე სოციალური და ეკონომიკური გარემოებების გათვალისწინებით, არაუგვიანეს 2016 წლის 1 მაისისა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები