საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk А/S“-ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულებების პროექტების მოწონების თაობაზე

  • Word
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk А/S“-ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულებების პროექტების მოწონების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1353
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019494
  • Word
1353
25/06/2015
ვებგვერდი, 03/07/2015
000000000.00.003.019494
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk А/S“-ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულებების პროექტების მოწონების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1353

2015 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk А/S“-ს  შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულებების პროექტების მოწონების თაობაზე

1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk А/S“-ს შორის, „დიაბეტის მართვის“ (პროგრამული კოდი: 35 03 03 02) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით განხორციელებული ელექტრონული ტენდერის შედეგად გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულებების პროექტები:

ა) „შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტის ფარგლებში:

ა.ა) ხანგრძლივი მოქმედების და ხანმოკლე მოქმედების ინსულინის შესყიდვა; შესყიდვის ობიექტი – ინსულატარდი® პენფილი® 100ს.ე. 3მლ. – 11 500 კარტრიჯი, აქტრაპიდი®პენფილი® 100ს.ე. 3მლ. – 15 400 კარტრიჯი; CPV კოდი – 33600000 (ელექტრონული ტენდერი - SPA150012216);

ა.ბ) გლუკაგონის შესყიდვა; შესყიდვის ობიექტი – GlucaGen® HypoKit® წარმოებული რეკომინანტული დნმ ტექნოლოგიით (1 მგ ფხვნილი ხსნარისთვის, კუნთქვეშა და კანქვეშა საინექციო ფლაკონი + 1 მლ ხსნარი (საინექციო ხსნარი) წინასწარ შევსებული შპრიცი – 750 საინექციო ნაკრები; CPV კოდი – 33600000 (ელექტრონული ტენდერი – SPA150013941);

ა.გ) ინსულინის შპრიც-კალმისტრის შესყიდვა; შესყიდვის ობიექტი – NovoPen Echo® Blue NovoPen Echo® – 600 ცალი; CPV კოდი – 33100000 (ელექტრონული ტენდერი – SPA150012217);

ბ) „შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 18 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტის ფარგლებში – ხანგრძლივი მოქმედების და ხანმოკლე მოქმედების ინსულინის შესყიდვა; შესყიდვის ობიექტი – ინსულატარდი® ფლაკონი 100 ს.ე. 10 მლ. – 43 000 ფლაკონი, აქტრაპიდი® ფლაკონი 100 ს.ე. 10 მლ. – 65 000 ფლაკონი; CPV კოდი – 33600000; (ელექტრონული ტენდერი – SPA150013940).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის ფარგლებში გასაფორმებელ/გაფორმებულ ხელშეკრულებებში ისეთი სახის ცვლილებების/დაზუსტებების შეტანა, რომლებიც არ უკავშირდება ხელშეკრულების მოშლის პირობების ან ხელშეკრულებაში გამოსაყენებელ სამართლად, უცხო ქვეყნის სამართლის ან/და დავების გადაწყვეტის მექანიზმად საერთაშორისო არბიტრაჟის, ან უცხო ქვეყნის სასამართლოს საკითხებს, არ საჭიროებს დამატებით საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას.

 

პრემიერ-მინისტრი                                                ირაკლი ღარიბაშვილი