დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1334 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019456 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1334
2015 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 159-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) უზრუნველყოს ქალაქ მარტვილში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძართან მისასვლელი, ადგილობრივი მნიშვნელობის „ქ. მარტვილი, მშვიდობის ქუჩა მე-2 შესახვევი“ − საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების განხორციელება.
2. დეპარტამენტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ პროგრამით (პროგრამული კოდი - 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.
3. დეპარტამენტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო და საზედამხედველო მომსახურება განახორციელოს დეპარტამენტსა და შესაბამის კომპანიებს შორის გაფორმებული მოქმედი ხელშეკრულებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები