დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"მესტიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 27 |
დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 30/06/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.103.016184 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 და 16 ივნისის №1234 განკარგულებების საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №49 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.103.016155) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
გაიზარდოს ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ივნისის №1234 განკარგულების და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ივნისის №1381 განკარგულების საფუძველზე საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით 3567.0 ათ. ლარით და დამტკიცდეს 13443.4 ათ. ლარის ოდენობით, ნაცვლად დამტკიცებული 9876.4 ათ. ლარისა. |
2.
შესაბამისად გაზარდოს ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილი 3567.0 ათ. ლარით და ნაცვლად 11777.6 ათ.ლარისა განისაზღვროს 15344.6 ათ. ლარით (მათ შორის, წლის დასაწყისში არსებული ნაშთი 1900.8ათ. ლარი). ცვლილების თანხა 3567.0 ათ. ლარი აისახოს ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილის შემდეგ მუხლში: |
ა)
,,მესტიის მუნიციპლიტეტში გზების და ხიდების რეაბილიტაცია“ არაფინანსური აქტივების ზრდა – 1400.0 ათ. ლარი. /კოდი 03 01 01/; |
ბ)
,,მესტიის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა“ არაფინანსური აქტივების ზრდა – 600.0 ათ.ლარი /კოდი 03 03/. ამასთან, საბავშვო ბაღების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა (108 060 ლარი) შემცირდა 3.0 ათ. ლარით. |
გ)
„სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია“ არაფინანსური აქტივების ზრდა - 1570.0 ათ.ლარი. /კოდი 03 04/ |
3.
გადატანილ იქნეს მუხლიდან მუხლში: |
ა)
,,მესტიის მუნიპალიტეტის საკრებულოს“ /კოდი 01 02/ საქონელი და მომსახურების მუხლიდან 25.0 ათ. ლარი მესტიის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის /კოდი 03 03/ ორგანიზაციის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლში (სოფ. მულახის სპორტსკოლის კეთილმოწყობის ხელშეწყობისთვის); |
ბ)
,,მუნიციპალიტეტის გამგეობის“/კოდი 01 02/ შრომის ანაზღაურების მუხლიდან 124.0 ათ. ლარი, მესტიის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის /კოდი 03 03/ ორგანიზაციის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლში (სოფ. მულახის სპორტ-სკოლის კეთილმოწყობის ხელშეწყობისთვის); |
გ)
,,მუნიციპალიტეტის გამგეობის“/კოდი 01 02/ საქონელი და მომსახურების მუხლიდან 30.0 ათ. ლარი, მესტიის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის /კოდი 03 03/ ორგანიზაციის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლში (სოფ.მულახის სპორტ–სკოლის კეთილმოწყობის ხელშეწყობისთვის); |
დ)
„მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“/კოდი 03 03/ არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლიდან 7.3. ათ. ლარი ამავე ორგანიზაციის სხვა ხარჯების მუხლში (სოფ. ცხუმარში მაცხოვრის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციის ხარჯი); |
ე)
„ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების“/კოდი 05 03/ საქონელი და მომსახურების მუხლიდან 2.2. ათ. ლარი მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის /კოდი 01 02/ საქონელი და მომსახურების მუხლში (მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ღონისძიების განხორციელებისას 2.2.ათ. ლარი გადარიცხულ იქნა გამგეობის საქონელი და მომსახურების მუხლიდან, ნაცვლად ახალგაზრდული პროგრამების საქონელი და მომსახურების მუხლისა). |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დადგენილების დანართი (მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. |
მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
თავი I
მესტიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები
მუხლი 1. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის შემოსავლები 13443,4 ათასი ლარით
მუხლი 3. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები (ხარჯები) განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯები 15344.2 ათასი ლარის (მათ შორის, ნაშთი 1900.8 ათასი ლარი) ოდენობით:
მესტიის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი მესტიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტის დოკუმენტი მესტიის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების, პროგრამების, მათი აღწერის, მოსალოდნელი შედეგების ინდიკატორები ბოლო წლებში არჩეული სტრატეგიის შესაბამისად, პრიორიტეტულ მიმართულებებზე მიმართულმა სახსრების ზრდამ შესაძლებელი გახადა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის, რითაც თავის მხრივ უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, კულტურის, დასვენებისა და სპორტის სფეროების განვითარება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2015 -2018 წლებში მუნიციპალიტეტის სტრატეგია უცვლელია და მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და განათლების ხელშეწყობას. მესტიის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:
შემოსულობების ნაწილში: 2015 წლისათვის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წარმოდგენილია 6,999.3 ათასი ლარის ოდენობით. ცალკეულ სახეობათა მიხედვით შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები იძლევა შემდეგ სურათს: გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 3,402.0 ათას ლარს, მათ შორის: საწარმოთა ქონების გადასახადი წარმოდგენილია 1,050.0 ათასი ლარის ოდენობით, ქონების გადასახდი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 2.0 ათასი ოდენობით, ქონების გადასახდი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 2,350.0 ათასი ლარის ოდენობით. გრანტებით მისაღები საპროგნოზო თანხა შეადგენს 3,222.3 ათას ლარს, მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი გათანაბრებითი ტრანსფერი 3097.3 ათასი ლარის ოდენობით, მიზნობრივი ტრანსფერი 125.0 ათასი ლარის ოდენობით. სხვა შემოსავლებიდან, გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 300.0 ათასი ლარს, კერძოდ, ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის მოსაკრებელი 300.0 ათასი ლარი. საქონელი და მომსახურების რეალიზაციიდან 15.0 ათას ლარი, ჯარიმები და საურავები 30.0 ათასი ლარი. არაფინანსური აქტივების კლება დაგეგმილია 30.0 ათასი ლარით. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" მუხლში საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტი №506 განკარგულებით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 769.039 ათასი ლარი; "რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის" მუხლში საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან გამოყოფილია 4,105.060 ათასი ლარი; დელეგირებულ უფლებამოსილებებს განეკუთვნება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობის და ააიპ „მესტიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" დაფინანსება. დელეგირებულ უფლებამოსილებათა დასაფინანსებლად გამოყოფილი 125.0 ათასი ლარი. გადასახდელების ნაწილი: მესტიის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების, პროგრამების მათი აღწერის, მოსალოდნელი შედეგების ინდიკატორები, თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში მოსახლეობის დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ემსახურება სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, მესტიის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამულიკოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და ბის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების, საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა, დაფინანსება და ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. მუნიციპალიტეტის გზების და ხიდების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 01) პროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში გზების და ხიდების რეაბილიტაცია. 2015 წელს დაგეგმილია შემდეგი პროექტების განხორციელება:
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე-განათების ქსელის გაფართოება. არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მესტიის მუნიციპალიტეტის დასუფთავების ღონისძიება, ასევე წყლის სისტემისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია-ექსპლოატაციის ღონისძიებები . გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე-განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, ასევე სოფლის ცენტრებში ახალი წერტილების მოწყობა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზის ტექნიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) 1. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბის ცენტრის რეაბილიტაციის სამუშაოები, ისტორიული უბნების აღდგენა-რეაბილიტაცია, კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაცია-აშენება, სოფელ მულახში ი.გაბლიანის სახელობის სპორტ-კომპლექსის რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში იგეგმება მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ: ცხუმარის, იდლიანის, ხაიშის, მულახის, მაზერის, ნაკრის, ჭუბერის, ფარის, ყარს-სგურიშის, ლახამის, ეცერის, ლენჯერის, ლატალის, უშგულის, იფარის და ბეჩოს საბავშო ბაღების საპროექტო-სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაციის შესყიდვა და პროექტების განხორციელება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 05) სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს სოფლებში ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას.სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება იმ პროექტების დაფინანსება, რაც მოსახლეობის ინტერესებიდანაა გამომდინარე. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 21 ბაღი, სადაც განათლებას იღებს 341 ბავშვი. ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებისათვის ყველა ხარჯს, მათ შორის, მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, ბავშვების კვების და სხვა მიმდინარე ხარჯებს. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ხელოვნების სკოლა (პროგრამული კოდი 04 03) ხელოვნების სკოლის მიზანია პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედების განვითარება, ხელოვნების სხვადასხვა დარგებთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნა.მომდევნო წლებში დავგეგმეთ სხვადასხვა დარგების დამატება, რაც გამოიწვევს პედაგოგთა და მოსწავლეების რიცხვის გაზრდას და მათ ჩაბმას აქტიურად სასწავლო პროცესში. ხელოვნების სკოლის ამოცანაა პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარება, ხელოვნების სხვადასხვა დარგებთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნა; ხელოვნების სკოლის ფუნქციები მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: 1. საფორტეპიანო სწავლება 2. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლება 3. ფოლკლორი და სახვითი ხელოვნების სწავლება ხელოვნების სკოლა დაფუძნდა 2013 წლისს 19 ივლის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, ფუნქციონირება დაიწყო 2014 წლის მარტიდან მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვასაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობობების განვითარება. ა(ა)იპ „სპორტული სკოლების გაერთიანება“ (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული სკოლების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხები ემსახურება ახალგაზრობის მაქსიმალურ ჩართვას სპორტის სხვადასხვა სახეობებში, ახალგაზრდებისათვის სპორტული გამაჯანსაღებელი პირობების შექმნას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურის ცენტრი, მუსიკალური სკოლა, სამხატვრო სკოლა და ბიბლიოთეკები. ( კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურის ცენტრი მასში შემავალი 5 კულტურის სახლი, 2 სასოფლო კლუბი, ახალგაზრდული ცენტრი ,,ბეთქილი”, 2 სახელობითი მუზეუმი, 3 ფოლკლორული ანსამბლი (,,რიჰო”, ,,ლატალი” ახალგაზრდული ფოლკლორული ჯგუფი ,,ბეთქილი”). მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ბიბლიოთეკების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 04) ბიბლიოთეკების დაფინანსება მიზნად ისახავს მკითხველთა სწრაფი და სრული დაკმაყოფილებას მათი საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით უზრუნველყოფას, ხელსაყრელი პირობების შექმნას პიროვნების შემოქმედებითი განვითარებას. მოსახლეობის ყველა ფენის მომსახურებას. საბავშვო ან მასობრივ ბიბლიოთეკებში ფონდების შექმნის მიზნით კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მიოწყობა. მომდევნო წლებში დაგეგმილი გვაქვს: კეთილმოწყობილი სამკითხველო დარბაზის გაკეთება,რაც მკითხველის მოზიდვას გამოიწვევს ,საცავის რეაბილიტაცია,სადაც განლაგებულია ფონდი. ახალი ბეჭდური პროდუქციის შექმნა. მთავარი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა. 2015 წლის მთავარ პრიორიტეტად გვაქვს დასახელებული ნაკრაში,უშგულში და იფარში ბიბლიოთეკის გახსნა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ხელოვნების სახლმუზეუმი (05 02 05) აიპ „ხელოვნების მუზეუმი“ მიზნად ისახავს მხატვარი ძმების ირაკლი, მარატი და გოვენ ფარჯიანების თანამედროვე ხელოვნების მემორიალური სახლ-მუზეუმის გახსნას და ფუნქციონირებას. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (05 03) აღნიშნული პროგრამა ემსახურება ახალგაზრდა თაობის მრავალმხრივ განათლებას და ზოგადი უნარების ჩამოყალიბებას. 2015 წ. აღნიშნული თანხით იგეგმება: პროექტი „ფოლკლორული ფესტივალი – ზემო სვანეთი 2015“ ; სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტი „ეტალონი“; „ზემო სვანეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პირველადი ინვენტარიზაცია“(ბროშურების გამოცემა); „მხიარული სტარტები“; „მხიარულთა და საზრიანთა კლუბი“; 26 მაისის ღონისძიება; მირონ ხერგიანის წიგნის გამოცემის თანადაფინანსება,“კლდის ვეფხვის“ინგლისურენოვანი თარგმანი; ერეკლე საღლიანის ლექსების კრებული „შამარირა“; ბავშვთა დაცვის დღე; „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“; „რა, სად, როდის“; „არქეოლოგიური გათხრები სვანეთში“; ექვთიმე თაყაიშვილზე ფილმი: „ნაკვალევზე“. ააიპ „ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრი“ (პროგრამული კოდი 05 04) ამ პროგრამის ფარგლებში თეატრის ფუნქციონირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება,პერსონალის დაფინანსება, ქვეპროგრამის მომდევნო წლებში დაგეგმილი გვაქვს: თეატრის რეაბილიტაცია, კვალიფიციური კადრების დამატება, საინტერესო პროექტების შექმნა, მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ააიპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის" დაფინანსება (05 05) აღნიშნული ააიპ ემსახურება კულტურული ძეგლების აღრიცხვას და რეაბილიტაციას, რაც ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და დაცვას. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურეობა (პროგრამული კოდი 06 01) ჯანდაცვის პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, რომლის მიზანია გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების წესის დამკვიდრება.გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის ღონისძიებების ჩატარება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მარჩენალდაკარგულთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) აღნიშნული პროგრამით ხორციელდება დედ-მამით ობოლ და ინვალიდ ბავშვებზე დახმარება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
გაჭირვებულ ოჯახთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02) აღნიშნული პროგრამა მოიცავს გაჭირვებული ოჯახების გადაუდებელი ღონოსძიებების დაფინანსებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ვეტერანთა (ხანდაზმულთა) სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 03) ხანდაზმულთა და ვეტერანთა დასახმარებლად აღნიშნული პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს: 1. ომის მონაწილეებთან გათანაბრებულპირებზე დახმარება 2. გარდაცვლილ დევნილთა და ვეტერანთა (დაკრძალვის ხარჯები) დახმარება. 3. ხანდაზმულები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
მესტიის მუნიციპალიტეტის ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 03) პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს: 1. ახალშობილებზე ერთჯერად დახმარებას; 2. ონკოლოგიურ და მძიმე ავადმყოფებზე ერთჯერადი დახმარებების; 3. პირველი ჯგუფის ინვალიდების ერთჯერად დახმარებებს. მრავალშვილიანები გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება (პროგრამულიკოდი 06 04) აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ხანძრით და ბუნებრივი კატაკლიზმებით დაზარალებული ოჯახების დახმარებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
|
დოკუმენტის კომენტარები