შპს „ქართული სოკოს“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ

  • Word
შპს „ქართული სოკოს“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1330
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019452
  • Word
1330
23/06/2015
ვებგვერდი, 02/07/2015
000000000.00.003.019452
შპს „ქართული სოკოს“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1330

2015 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

შპს „ქართული სოკოს“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ

1. „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ღონისძიებების დეტალური აღწერილობების“ (დანართი №2) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ პროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები არ გავრცელდეს შპს „ქართულ სოკოზე“ (ს/კ 405102357) და ა(ა)იპ − სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიეცეს უფლება, განიხილოს შპს „ქართული სოკოს“ მიერ წარდგენილი პროექტი/ბიზნესგეგმა პროექტით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.

2. „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ღონისძიებების დეტალური აღწერილობებით“ განსაზღვრული საგრანტო კომიტეტის მიერ შპს „ქართული სოკოს“ ბიზნესგეგმის დამტკიცების შემთხვევაში, ა(ა)იპ − სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ უზრუნველყოს შპს „ქართული სოკოს“ მიერ ბანკიდან მიღებული კრედიტის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების დეტალური აღწერილობების“ (დანართი №1) შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი