„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №153 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №153 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1325
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019447
  • Word
1325
23/06/2015
ვებგვერდი, 03/07/2015
000000000.00.003.019447
„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №153 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1325

2015 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №153 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №153 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)   კასპის მუნიციპალიტეტში, სოფლების: გომის, ნიაბის, მეტეხის, ზემო ჩოჩეთისა და ახალქალაქის მკვებავი გაზსადენის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების: ეზატის, გუდალეთის, თელადგორის, ქვემო ხანდაკისა და იდლეთის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება და სოფლების: გომისჯვარის, ლავრისხევისა და წინარეხის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;“;

ბ) განკარგულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ონის მუნიციპალიტეტში, სორი-ონის 12 კმ-იანი გაზსადენის, ქალაქ ონისა და ონის მუნიციპალიტეტის სოფლების: ხურუთის, ლაჩთას, შეუბანის, ღარის, ნიგვზნარასა და ჭალას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;“;

გ) განკარგულების პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ)   ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლების: აჯამეთის, ზოვრეთის, პირველი სვირის, სვეტმაღალის, როდინაულისა და ცხენთაროს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;“;

დ) განკარგულების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ)   გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის დასახლება ბროწეულას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება.“;

ე) განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეთხოვოთ ლაგოდეხის, ქარელის, კასპის, ონის, დუშეთის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ტყიბულის, ზესტაფონის, აბაშის, ზუგდიდისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების გამგეობებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ნებართვების გაცემის მიზნით საჭირო ქმედებების განხორციელება.“.

      

პრემიერ-მინისტრი                                       ირაკლი ღარიბაშვილი