დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1322 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019444 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1322
2015 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ (ს/კ №205169066), უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, გადასცეს ამ განკარგულების დანართში მითითებული ქონება, მისი ექსპლუატაციის ვადით.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს, უზუფრუქტის საგნის ამ განკარგულების დანართში მითითებული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულებისათვის (დასახლებებისათვის) ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით გამოყენება.
3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი


უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები