დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) „კარალეთი 2010“-სთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1321 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019443 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1321
2015 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) „კარალეთი 2010“-სთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტში, ცხინვალის გზატკეცილზე, ლტოლვილთა დასახლებაში არსებული 600 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №01, შენობის განაშენიანების ფართით - 267 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №66.46.22.993) და გორის მუნიციპალიტეტში, ცხინვალის გზატკეცილზე, ლტოლვილთა დასახლებაში არსებული 800 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №01 შენობის განაშენიანების ფართით 418 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №66.46.22.994) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს არარეგისტრირებულ კავშირს (გაერთიანებას) „კარალეთი 2010“-ს.
2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები