დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ბათუმი ცენტრალსა“ და სს „საქართველოს რკინიგზას“ შორის უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმებისა და ქ. ბათუმში თამარ მეფის გზატკეცილზე რკინიგზის სადგურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სალიანდაგო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1319 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019441 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1319
2015 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
შპს „ბათუმი ცენტრალსა“ და სს „საქართველოს რკინიგზას“ შორის უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმებისა და ქ. ბათუმში თამარ მეფის გზატკეცილზე რკინიგზის სადგურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სალიანდაგო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია:
ა) შპს „ბათუმი ცენტრალსა“ და სს „საქართველოს რკინიგზას“ შორის, შპს „ბათუმი ცენტრალის“ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში, თამარ მეფის გზატკეცილზე მდებარე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №05.30.20.004) უძრავი ქონების ნაწილის სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ უსასყიდლო და უვადო უზუფრუქტით გადაცემასთან დაკავშირებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე;
ბ) ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში, თამარ მეფის გზატკეცილზე მდებარე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.30.20.004) უძრავი ქონების მიმდებარედ, რკინიგზის სადგურის ოპერირებისათვის აუცილებელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის თაობაზე.
2. „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებით დამტკიცებული წესდების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაევალოს სს „საპარტნიორო ფონდს“:
ა) სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ, წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის, სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ფაქტობრივად გაწეული კაპიტალური დანახარჯების სს „საქართველოს რკინიგზისათვის“ დაკომპენსირება, სს „საქართველოს რკინიგზის“ 2013 წლის წმინდა მოგებიდან განაწილებული და სს „საპარტნიორო ფონდისათვის“ გადასახდელი დივიდენდიდან გამოქვითვის/შემცირების გზით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები