GG-B-HAA ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულებაში GG-B-HAA A01 დამატების შეტანის შესახებ

  • Word
GG-B-HAA ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულებაში GG-B-HAA A01 დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1316
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019438
  • Word
1316
23/06/2015
ვებგვერდი, 02/07/2015
000000000.00.003.019438
GG-B-HAA ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულებაში GG-B-HAA A01 დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1316

2015 წლის 23 ივნისი

 ქ. თბილისი

GG-B-HAA ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულებაში GG-B-HAA A01 დამატების შეტანის შესახებ

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს „GG-B-HAA დაჭრილი მებრძოლების რეაბილიტაციისა და საპროთეზო ცენტრის შესახებ“ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულების დამატება  GG-B-HAA A01.

2. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რათა განახორციელოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში გათვალისწინებული ხელშეკრულებით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტით განსაზღვრული მომსახურების მიღება.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი