დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „სტიმორ ასოსიატეს ს.ა. წარმომადგენლობა საქართველოში“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1304 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019427 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1304
2015 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
სს „სტიმორ ასოსიატეს ს.ა. წარმომადგენლობა საქართველოში“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ
1. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაშვებულ იქნეს გამონაკლისი სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ მიერ სს „სტიმორ ასოსიატეს ს.ა. წარმომადგენლობისთვის საქართველოში“ (ს/კ 202450837) სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გასაცემი დამატებითი სესხის თანადაფინანსებაზე.
2. დაევალოს ა(ა)იპ − სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, განახორციელოს სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ მიერ სს „სტიმორ ასოსიატეს ს.ა. წარმომადგენლობისთვის საქართველოში“ გასაცემი სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება შემდეგი პირობებით:
ა) სესხის თანხა − 6 000 000 (ექვსი მილიონი) აშშ დოლარი;
ბ) სესხის მიზნობრიობა − სასათბურე მეურნეობის მშენებლობა (ძირითადი და საოპერაციო ხარჯების დაფინანსება);
გ) სესხის ვადა − 47-83 თვე (საშეღავათო პერიოდი 2016 წლის დეკემბრამდე);
დ) სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი − 11%;
ე) თანადაფინანსების წლიური საპროცენტო განაკვეთი − 10%;
ვ) საპროცენტო თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა − 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) აშშ დოლარი.
3. სს „სტიმორ ასოსიატეს ს.ა. წარმომადგენლობისთვის საქართველოში“ დამატებითი სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების სხვა პირობები განისაზღვროს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პირობების შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები