ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა გარკვეული სახეობების განთავსება/მშენებლობა აკრძალულია

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა გარკვეული სახეობების განთავსება/მშენებლობა აკრძალულია
დოკუმენტის ნომერი 16/18
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.111.016269
16/18
29/06/2015
ვებგვერდი, 03/07/2015
010250000.35.111.016269
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა გარკვეული სახეობების განთავსება/მშენებლობა აკრძალულია
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №16/18

2015 წლის 29 ივნისი

ქ. ფოთი

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც I კლასს დაქვემდებარებულ შენობა–ნაგებობათა გარკვეული სახეობების განთავსება/მშენებლობა აკრძალულია

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „მშენებლობის ნებართვის  გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე:
ა) საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში აიკრძალოს I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა, კერძოდ: ჯიხურის, კიოსკის, პავილიონის, კონტეინერის განთავსება/მშენებლობა;
ბ) საცხოვრებელ ზონაში აიკრძალოს I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა, კერძოდ: ჯიხურის, კიოსკის, პავილიონის, კონტეინერის განთავსება/მშენებლობა, საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ღერძულა ხაზიდან 20 მეტრის მანძილზე, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის კიდიდან   5 მეტრის მანძილზე.
2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ნებართვით, დასაშვებია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  I კლასს დაქვემდებარებული  შენობა-ნაგებობების, კერძოდ: საგაზეთო და ლატარიის ან/და მომგებიანი თამაშების ბილეთების რეალიზაციის ჯიხურის განთავსება/მშენებლობა.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე თოფურია