„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 203
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 30/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2015
ძალაში შესვლის თარიღი 03/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016326
203
30/06/2015
ვებგვერდი, 01/07/2015
360160000.22.023.016326
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №203

2015 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №170 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 09/01/2015, ს/კ 360160000.22.023.016293) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვას და მათი შესრულების კონტროლს, აგრეთვე ორგანიზაციულ-მეთოდიკურ ხელმძღვანელობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტის ადმინისტრაციის საკადრო და საქმისწარმოების განყოფილება (შემდგომში – საკადრო და საქმისწარმოების განყოფილება), ხოლო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების შემთხვევაში საქმისმწარმოებელი/ანალიტიკოსი-საქმისმწარმოებელი.“

2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შესრულებული დოკუმენტი უფლებამოსილი პირების ვიზირებისა და ხელმოწერის შემდეგ გადაეცემა ადრესატს (დეპარტამენტში შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის ადრესატად ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში დოკუმენტის შემსრულებლის მიერ ყოველთვის მიეთითება საკადრო და საქმისწარმოების განყოფილება, ხოლო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების შემთხვევაში შესაბამისად საქმისმწარმოებელი/ანალიტიკოსი-საქმისმწარმოებელი, დოკუმენტის ადრესატად დამატებით შესაძლებელია მიეთითოს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის ან ტერიტორიული ორგანოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფი ან მასში შემავალი სტრუქტურული ერთეული ან დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის დოკუმენტის ინიციატორი (შემსრულებელი)), რის შემდეგაც შესაბამისად საკადრო და საქმისწარმოების განყოფილების საჯარო მოსამსახურე ან საქმისმწარმოებელი/ანალიტიკოსი-საქმისმწარმოებელი უზრუნველყოფს დოკუმენტის, ამავე დოკუმენტში მითითებული ადრესატისთვის (გარდა დოკუმენტის დამატებითი ადრესატისა) გადაგზავნას.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 3 ივლისიდან.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი