ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის №49 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის №49 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.144.016215
23
26/06/2015
ვებგვერდი, 02/07/2015
010250050.35.144.016215
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის №49 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება N23

2015 წლის 26 ივნისი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის № 49 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის  საკრებულო,  ადგენს:

მუხლი 1
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 7 ნოემბრის №49 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ (www. Matsne.gov.ge. 12/11/2014;  010250050.35.144.016183)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებულ  მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

       „მუხლი 21. საკრებულოს  საქმისწარმოება

  1. საკრებულოში ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება.
  2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა საკრებულოში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის № 64 დადგენილების შესაბამისად.
  3. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“     ავტომატიზებული პროგრამის მეშვეობით.
  4. საკრებულოს საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები, მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის პროგრამით, აგრეთვე ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამით: „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“.

   5. საკრებულოს ელექტრონულ საქმისწარმოებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს   საკრებულოს აპარატი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი