დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 ოქტომბრის №43 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260000.35.144.016211 |
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 ოქტომბრის №43 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 ოქტომბრის №43 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 03/10/2014; 010260000.35.144.016177) - ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” შეტანილ იქნას ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 მუხლები.
„მუხლი 31. გამგეობის ელექტრონული საქმისწარმოების უზრუნველყოფა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ელექტრონულ საქმისწარმოებას. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა გამგეობაში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად. ადმინისტრაციული საქმისწარმოება ხორციელდება ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“ მეშვეობით. მუხლი 32. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა 1. გამგეობის საქმისწარმოებაში ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს: ა) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვას 2015 წლის 31 დეკემბრამდე; ბ) ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“ დანერგვას 2015 წლის 31 დეკემბრამდე; 2. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვამდე გამგეობის საქმისწარმოება დასაშვებია დადგენილი წესით, ქაღალდზე შესრულებული ბეჭდური დოკუმენტების მეშვეობით, დოკუმენტბრუნვის არსებული სისტემის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები