„ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

„ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 19/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.144.016210
18
26/06/2015
ვებგვერდი, 02/07/2015
010260030.35.144.016210
„ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტი
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №18

2015 წლის 26 ივნისი

ქ. ქარელი

 

,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 21/07/2014; 010260030.35.144.016154) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს  შემდეგი შინაარსის 301 მუხლი:

„მუხლი 301. გამგეობის საქმისწარმოება

1. გამგეობაში ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება.

2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა გამგეობაში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.

3. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის მეშვეობით.

4. გამგეობის საქმისწარმოებაში გამოყენებული  ელექტრონული დოკუმენტების სახეები, მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის პროგრამით, აგრეთვე ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამით: „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“.

5. გამგეობის ელექტრონულ საქმისწარმოებას, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს  შემდეგი შინაარსის 30 მუხლი:

„მუხლი 302. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა

1. ამ დებულების 301 მუხლით განსაზღვრული ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვის მიზნით, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური 2015 წლის 31 დეკემბრამდე  ყველა სტრუქტურულ ერთეულთან უზრუნველყოფს:

ა) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვას;

ბ) ავტომატიზებული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის“ დანერგვას;

გ) გამგეობის მოხელეთა სწავლებას, ელექტრონული საქმისწარმოების ავტომატიზებული პროგრამების ეფექტიანი გამოყენების მიზნით.

2. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვამდე, გამგეობის საქმისწარმოება დასაშვებია დადგენილი წესით ქაღალდზე შესრულებული ბეჭდური დოკუმენტების მეშვეობით, დოკუმენტბრუნვის არსებული სისტემის შესაბამისად.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი