,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30-31 აგვისტოს №168/ნ-№373 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 100/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 11/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 12/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017006
100/ნ
11/08/2015
ვებგვერდი, 13/08/2015
430030000.22.022.017006
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30-31 აგვისტოს №168/ნ-№373 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი

ბრძანება  №100-ნ/№253

2015 წლის 11-7 აგვისტო

ქ. თბილისი

,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30-31 აგვისტოს №168/ნ-№373 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30-31 აგვისტოს №168/ნ-№373 ერთობლივი ბრძანების  (www.matsne.gov.ge, 07.09.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016439) პირველი პუნქტით დამტკიცებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის:

1. მე-2 მუხლს მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლებას ვაუჩერით სახელმწიფო დააფინანსებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მინიჭებული აქვს შესაბამისი ავტორიზაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის მინიჭების ან გაუქმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა წერილობით აწვდის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომში – საინფორმაციო სისტემა).“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საინფორმაციო სისტემა სამინისტროს წარუდგენს:

ა) ინფორმაციას მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ელექტრონული ფორმის შესაბამისად, რაც მოიცავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების:

ა.ა) სრულ დასახლებას;

ა.ბ) საიდენტიფიკაციო კოდს;

ა.გ) საბანკო რეკვიზიტებს;

ა.დ) მაღალმთიან რეგიონში/სოფელში/დაბაში მდებარეობაზე მითითებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ა.ე) მოსწავლეთა სრულ რაოდენობას;

ა.ვ) თითოეულ კლასში მოსწავლეთა რაოდენობას;

ა.ზ) სექტორს (რომელზეც ირიცხება მოსწავლე).

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობების რაოდენობას (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის);

გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად კორექტირებულ ინფორმაციას.“

3. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური