დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30-31 აგვისტოს №168/ნ-№373 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 100/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.017006 |
|
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30-31 აგვისტოს №168/ნ-№373 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30-31 აგვისტოს №168/ნ-№373 ერთობლივი ბრძანების (www.matsne.gov.ge, 07.09.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016439) პირველი პუნქტით დამტკიცებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის:
1. მე-2 მუხლს მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლებას ვაუჩერით სახელმწიფო დააფინანსებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მინიჭებული აქვს შესაბამისი ავტორიზაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის მინიჭების ან გაუქმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა წერილობით აწვდის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომში – საინფორმაციო სისტემა).“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საინფორმაციო სისტემა სამინისტროს წარუდგენს: ა) ინფორმაციას მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ელექტრონული ფორმის შესაბამისად, რაც მოიცავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების: ა.ა) სრულ დასახლებას; ა.ბ) საიდენტიფიკაციო კოდს; ა.გ) საბანკო რეკვიზიტებს; ა.დ) მაღალმთიან რეგიონში/სოფელში/დაბაში მდებარეობაზე მითითებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ა.ე) მოსწავლეთა სრულ რაოდენობას; ა.ვ) თითოეულ კლასში მოსწავლეთა რაოდენობას; ა.ზ) სექტორს (რომელზეც ირიცხება მოსწავლე). ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობების რაოდენობას (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის); გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად კორექტირებულ ინფორმაციას.“ 3. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები