„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 199
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016770
199
30/06/2015
ვებგვერდი, 01/07/2015
010320040.22.033.016770
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №199

2015 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-20  მუხლის  მე-4  პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით   (სსმ,   ვებგვერდი   060111; 200090000.22.033.016112, 3.01.2011წ.) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 

„მუხლი 15. საჯარო გადაწყვეტილება

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების ან საგადასახადო ორგანოს მიერ   გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრის არსებული  პრაქტიკის  ანალიზის  საფუძველზე  გამოსცეს  საჯარო  გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმის გამოყენების შესახებ.

2. საჯარო გადაწყვეტილება შეიძლება გამოიცეს:

ა) ყველა ან გარკვეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელთა მიმართ ან/და

ბ) ყველა ან გარკვეული კატეგორიის სამეურნეო ოპერაციების მიმართ ან/და

გ) გარკვეული კატეგორიის დარგების ან/და საქმიანობის სახეების მიმართ.

3. საჯარო გადაწყვეტილების პროექტის ინიციირების უფლება აქვს შემოსავლების სამსახურს ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

4. შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული საჯარო გადაწყვეტილების პროექტი განსახილველად ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული საჯარო გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ქვეყნდება

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

6. დოკუმენტი საჯარო გადაწყვეტილებად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მითითებულია, რომ იგი არის საჯარო გადაწყვეტილება.

7. საჯარო გადაწყვეტილება ძალაში შედის მასში მითითებული თარიღიდან.

8. საჯარო გადაწყვეტილება მოქმედებს უვადოდ ან მასში მითითებული ვადით.

9. საჯარო გადაწყვეტილება არ გამოიყენება, თუ შეიცვალა ან გაუქმდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის გამოყენების შესახებაც გამოიცა ეს გადაწყვეტილება.

10. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნოს ან შეცვალოს საჯარო გადაწყვეტილება.

11. საჯარო გადაწყვეტილებაში განხორციელებული ცვლილება უნდა გამოქვეყნდეს იმავე წესით, როგორც იყო გამოქვეყნებული საჯარო გადაწყვეტილება.

12. თუ პირი მოქმედებს საჯარო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და დამატებით გადასახადის/სანქციის დარიცხვა.

13. თუ ერთმანეთს ეწინააღმდეგება ორი საჯარო გადაწყვეტილება ან საჯარო და წინასწარი გადაწყვეტილებები, პირი უფლებამოსილია იმოქმედოს ერთ-ერთი გადაწყვეტილების შესაბამისად, თავისი შეხედულებისამებრ.


მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლიგიორგი თაბუაშვილი