დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 206 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 03/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016329 |
|
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, ს/კ 360160000.22.023.016151) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-2 მუხლის: |
ა)
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი სფეროა ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა, მათ შორის, საქართველოს ტყის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ქიმიური უსაფრთხოების, ნარჩენების მართვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება (გარდა ბირთვული და რადიაციული ნარჩენებისა), ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლი, რომელიც მოიცავს, გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულებაზე, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებაზე საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას და შესაბამისი რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების განხილვას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების, ნებართვებისა და „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულების კონტროლი.“; |
ბ)
მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების, ნებართვებისა და „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულების კონტროლი.“; |
გ)
მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგის წარმოება, მათ შორის, რეგულირების ობიექტის მონაცემთა ბაზის შექმნა, რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიების, ნებართვებისა და „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულების ანგარიშგების ანალიზი;“; |
2.
მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: |
ა)
„გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) რეგულირების ობიექტების ინსპექტირების პროცესში განახორციელოს ლაბორატორიული სინჯების აღება, შესაბამისი გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება ან/და ამ მიზნით მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები;“; |
ბ)
„ვ“-„თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დასვას საკითხი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების, ნებართვებისა და „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზე მიმართოს ლიცენზიების, ნებართვებისა და „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გამცემს; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს ადმინისტრაციული მიწერილობა რეგულირების ობიექტს (გარდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების, გარემოზე ზემოქმედების ნებართვებისა და „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მფლობელებისა) მითითებულ გონივრულ ვადაში დარღვევების აღმოფხვრის ან რაიმე ქმედებებისაგან თავი შეკავების თაობაზე;“. |
3.
მე-4 მუხლის: |
ა)
მე-3 პუნქტის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) მინისტრს დასანიშნად წარუდგენს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის, ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების და ტერიტორიული ორგანოების უფროსების კანდიდატურებს; ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს, გარდა ამ პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეებისა;“; |
ბ)
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; |
გ)
მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; |
დ)
მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ერთდროულად არყოფნისას, დეპაარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი.“; |
ე)
მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ახორციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ინსპექტორების კოორდინაციას;“; |
ვ)
მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი გეგმურ შემოწმებათა გეგმის შემუშავებას და წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;“; |
ზ)
მე-8 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) ახორციელებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე, რეგულირების ობიექტის საქმიანობის ინსპექტირებას და შესაბამის რეაგირებას, ასევე საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული სინჯების აღებას და გაზომვების ჩატარებას, დადგენილი წესის შესაბამისად;“. |
4.
მე-5 მუხლის: |
ა)
მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ახორციელებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე, რეგულირების ობიექტის საქმიანობის ინსპექტირებას და შესაბამის რეაგირებას, ასევე საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული სინჯების აღებას და გაზომვების ჩატარებას, დადგენილი წესის შესაბამისად;“; |
ბ)
41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ტერიტორიული ორგანოს (სამმართველოს) უფროსი, ცენტრალური აპარატის გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოს (სამმართველოს) გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს, უფლება აქვთ დადგენილი წესით გამოიყენონ ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.“. |
5.
მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაცია; ბ) ანალიტიკური სამსახური; გ) ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახური; დ) გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახური; ე) გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების სამსახური; ვ) იურიდიული სამსახური; ზ) მონიტორინგის სამსახური. 3. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია: ა) კახეთის სამმართველო; ბ) ქვემო ქართლის სამმართველო; გ) აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველო; დ) სამცხე-ჯავახეთის სამმართველო; ე) დასავლეთ-ცენტრალური სამმართველო; ვ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო; ზ) აჭარის სამმართველო; თ) შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო.“. |
6.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები 1. ადმინისტრაციის ამოცანებია: ა) დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში წარდგენის უზრუნველყოფა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; გ) დადგენილი წესით დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ორგანიზება; დ) დეპარტამენტის საფინანსო, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა (ორგანიზება) კანონმდებლობის შესაბამისად; ე) დეპარტამენტის ფინანსური და არაფინანსური აქტივების, მოთხოვნების, ვალდებულებებისა და კაპიტალის აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება; ვ) დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით ფინანსური სახსრების მართვის ორგანიზება; ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, მათი განხორციელება და ანგარიშგება; თ) დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, დადგენილი წესით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ი) დეპარტამენტის ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით მიღება, განაწილება და მის გამოყენებაზე კონტროლის უზრუნველყოფა. დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება; კ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის მომარაგება და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათი აღრიცხვა, შენახვისა და გაცემის ორგანიზება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა; მ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება; ნ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა და კონტროლი; ო) საკანცელარიო საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; პ) უწყებრივი საარქივო საქმიანობის წარმოება; ჟ) საკადრო საქმიანობის წარმოება; რ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნის შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ს) საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა; ტ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება; უ) დეპარტამენტის უფროსის თათბირების ორგანიზება, თათბირების ოქმების შედგენა, თათბირის სხდომების გადაწყვეტილებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; ფ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები. 2. ანალიტიკური სამსახურის ამოცანებია: ა) სახელმწიფო კონტროლის ორგანიზების ხელშეწყობა, მათ შორის, სახელმწიფო კონტროლის პრიორიტეტებისა და შემოწმების რისკების შეფასების საფუძველზე შემოწმებათა წლიური გეგმის პროექტის შემუშავება და დამტკიცებული გეგმის შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგის განხორციელება; ბ) დეპარტამენტის კომპეტენციების შესაბამისად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გამოვლენილი სამართალდარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ანალიზი და ამ მიმართულებით ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; გ) გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების (ინფორმაციების) მომზადება; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის წარდგენა და/ან გამოთხოვა; ე) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა; ზ) კანონმდებლობის შესრულების ხელშემწყობი ღონისძიებების დანერგვაში მონაწილეობა; თ) დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადების ორგანიზება; ი) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში მოქმედ ელექტრონულ საინფორმაციო სისტემების მართვაში მონაწილეობა; კ) წინადადებების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში დაშვებების უზრუნველსაყოფად, მათთვის მეთოდური დახმარების გაწევა; ლ) სახელმწიფო კონტროლის სფეროში მეთოდური, სახელმძღვანელო და სტრატეგიული დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა; მ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები. 3. ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ამოცანებია: ა) ბიომრავალფეროვნების სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება (მათ შორის, ტყით სარგებლობის გენერალური, ხე-ტყის დამზადების სპეციალური, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური და თევზჭერის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლი, ასევე, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლი, რომელიც მოიცავს, გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულებაზე, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებაზე საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას და შესაბამისი რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების განხილვას); ბ) ბიომრავალფეროვნების სახელმწიფო კონტროლის სფეროში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადება; გ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა; დ) კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის განხილვა; ე) კომპეტენციის ფარგლებში ტყითსარგებლობის, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, არამერქნული სახეობის მცენარეებით, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებით, მერქნული მცენარეთა პროდუქტებით უკანონოდ სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები. 4. გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის ამოცანებია: ა) გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება (მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის, გარემოსდაცვითი ნებართვის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის, წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების და გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის შესრულების კონტროლი); ბ) სახელმწიფო კონტროლის სფეროში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადება; გ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა; დ) კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის განხილვა; ე) კომპეტენციის ფარგლებში წიაღის, მიწის (ნიადაგი) უკანონო სარგებლობის ფაქტების, ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის (ნიადაგის), ქიმიური უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ნარჩენების მართვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება (გარდა ბირთვული და რადიაციული ნარჩენებისა), დაბინძურების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; ვ) დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლების შეთანხმება; ზ) ლაბორატორიული გაზომვების ჩატარება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები. 5. გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების სამსახურის ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე; ბ) პიროვნების დადგენის მიზნით და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, ადმინისტრაციული დაკავების, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ჩამორთმევა/დალუქვა; გ) რეგულირების ობიექტების დათვალიერება/შესწავლის განხორციელება; დ) დათვალიერება/შესწავლისას დადგენილი წესით ინსპექტირების აქტის შედგენა, ხოლო დათვალიერება/შესწავლის პროცესში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი რეაგირების გატარება; ე) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ბუნებრივი რესურსების შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, მათ შორის, სასაზღვრო ზოლში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე; მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და მასში განთავსებული ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში არსებული ნივთები და საგნები, აწარმოოს პირადი გასინჯვა. პირის (მათ შორის, იმ პირის, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას) დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები; ვ) სამსახურზე გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვა, შენახვისა და გაცემის ორგანიზება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას რეგულირების ობიექტებისგან ახსნა-განმარტებების, ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაციის დაუბრკოლებლად მიღება, რომელიც შეეხება მათ განვლილ და მიმდინარე საქმიანობას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში; თ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს „ცხელ ხაზზე” შემოსული შეტყობინებები და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება („ცხელ ხაზზე“ შემოსული ანონიმური შეტყობინებების განხილვა სავალდებულო არ არის), ამ მიზნით, უფლებამოსილია მოითხოვოს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების ინსპექტორების დახმარება ან/და მონაწილეობა; ი) დეპარტამენტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ საჯარო მოსამსახურეთათვის გარემოსდაცვითი შემოწმების განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება ან/და დახმარების გაწევა; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტის უფროსის ბრძანების შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით დამატებითი ღონისძიებების განხორციელება. ამ მიზნით სამსახურის შესაბამისი საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები. 6. იურიდიული სამსახურის ამოცანებია: ა) სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; ბ) სამსახურში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნის მომზადება; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შეთანხმება და ვიზირება; დ) დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ე) დეპარტამენტის წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში და სხვა ორგანოებში; ვ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება (გარდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა); თ) კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებულ პირთათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა; ი) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; კ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები. 7. მონიტორინგის სამსახურის ამოცანებია: ა) დეპარტამენტის კუთვნილი ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების დაცვის მდგომარეობის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა ჯეროვანი გამოყენების მდგომარეობის კონტროლი; ბ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, ასევე მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების, საჩივრების ან სხვა სახის ინფორმაციის შესწავლა, მოქალაქეებისთვის (ნებაყოფლობით საფუძვლებზე) და დეპარტამენტის საჯარო მოსამსხურეთათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, ასევე მათგან ინფორმაციის მიღება; გ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ შრომის შინაგანაწესის დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ან კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა; დ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენა; ე) აუცილებლობის შემთხვევაში მიიღოს რეკომენდაცია/კონსულტაცია დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთაგან; ვ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურისგან საჭირო დოკუმენტი ან ინფორმაცია; ზ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შემთხვევებზე დეპარტამენტის უფროსს წარუდგინოს წერილობითი დასკვნა, საკითხებზე არსებული საქმის მასალები და რეკომენდაცია მათ მიმართ შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ; თ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მოამზადოს საქმის მასალები, დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში გადასაგზავნად; ი) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.“. |
7.
მე-8 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს - სამსახურს/ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის სამსახურის/ადმინისტრაციის უფროსი. 2. სამსახურის/ადმინისტრაციის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისთვის; გ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული საჯარო მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეებს, შორის, აძლევს მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს; დ) კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად; ზ) აბარებს დეპარტამენტის უფროსს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ანგარიშს; თ) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურული ერთეულების (მათი არსებობისას) საქმიანობის კოორდინაციას; ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს შეიძლება ჰყავდეს საშტატო ნუსხით განსაზღვრული რაოდენობის მოადგილე. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) მასზე დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ორგანიზაციას; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან კოორდინაციით ანაწილებს მოვალეობებს საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; დ) კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის, მისი მოადგილის/მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის სხვა დავალებებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 3 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები