„თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის 11 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის 11 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 22/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016275
36
26/06/2015
ვებგვერდი, 02/07/2015
010250020.35.163.016275
„თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის 11 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №36

2015 წლის 26 ივნისი

ქ. თელავი

 

„თვითმმართველი თემი – თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი თემი – თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 აგვისტოს №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/08/2014, 010250020.35.163.016188) და დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა  სამსახურის დებულების მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი  სახით: 

     მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

1.  სამსახურს  აქვს შემდეგი  განყოფილებები:

ა) საგეგმო-სახაზინო  განყოფილება;

ბ) შესყიდვების განყოფილება;

გ) ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა  განყოფილება;

დ) ტრანსპორტისა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლუატაციის განყოფილება.

მუხლი 4. განყოფილებების ფუნქციები

1.  საგეგმო - სახაზინო   განყოფილების ფუნქციებია:

ა) ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა;

ბ)  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებთან დაკავშირებით მონაცემთა ბაზის ფორმირება, ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

გ)  საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად მხარჯავი დაწესებულებებისათვის  საბიუჯეტო განაცხადის ფორმების, წერილების, მითითებებისა და ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებული სხვა მასალების მომზადება;

დ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მხარჯავი დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან და უწყებებიდან შესაბამისი ინფორმაციების, მასალების მიღება-დამუშავება;

ე) საჭირო ინფორმაციის შეკრება და დამუშავება ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი და მიზნობრივი ტრანსფერების გასაანგარიშებლად;

ვ) მუნიციპალური პროგრამების და პროექტების ფინანსური ანალიზის განხორციელება;

ზ) წარმოდგენილი მასალების საფუძველზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მისი სამსახურის ხელმძღვანელებისათვის წარდგენა;

თ) ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების საფუძველზე დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ი)   ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების განწერა თვეების ან კვარტალების მიხედვით;

კ) არსებული წესის შესაბამისად ბიუჯეტში ცვლილებების/დამატებების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტის მომზადება;

ლ) ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ფორმირების შესახებ წინადადებების მომზადება;

მ)   ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების შესახებ მხარჯავი დაწესებულებების წერილების განხილვა და შესაბამისი წინადადებების გამგებლისათვის წარდგენა;

ნ) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ბიუჯეტის კვარტალური და წლიური შესრულების ანალიზის წარმოება, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაციის მომზადება;

ო) საბიუჯეტო  ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში საბუღალტრო აღრიცხვის წესის შესაბამისად გამგეობის სამსახურების და მმართველობითი აპარატის შენახვის ხარჯების ყოველდღიური ოპერატიული აღრიცხვა;

პ) გამგეობის სამსახურების და მმართველობითი აპარატის მოხელეთა ხელფასების, პრემიების და სხვა გასაცემი თანხების დარიცხვა, უწყისების შედგენა და გასაცემი თანხების ბანკში დროული გადარიცხვა;

ჟ) საშემოსავლო გადასახადების ანგარიშების შედგენა და დადგენილ ვადაში საგადასახადო ინსპექციაში წარდგენა;

რ) მოქმედი დებულების შესაბამისად მუნიციპალიტეტის პერიოდული და წლიური საბუღალტრო ანგარიშის (ბალანსის) შედგენა და შესაბამის უწყებებში წარდგენა;

ს) საბუღალტრო დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრირების, ხარჯთაღრიცხვების, მათი გაანგარიშებების და სხვა საბუთების შენახვაზე კონტროლი და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარება;

ტ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. შესყიდვების განყოფილების ფუნქციებია:

ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადება;

ბ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოება;

გ)  ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადება და გამოქვეყნება;

დ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავება;

ე)  მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულება;

ვ)  მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადება;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

3. ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა  განყოფილების ფუნქციებია:

ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელება;

დ)  დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

ე) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

ვ) წინადადებების შემუშავება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ზ) უმუშევართა რეგისტრაცია, მათი პროფესიული გადამზადება და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა;

თ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათ თავშესაფრით უზრუნველყოფა;

ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

4. ტრანსპორტისა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლუატაციის განყოფილების ფუნქციებია:

) მუნიციპალური ტრანსპორტის მოვლა-პატრონობა და სწორი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;

) სადეფექტო აქტების შედგენა;

)  სხვა მატერიალურ ფასეულობათა მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა;

) მატერიალურ ფასეულობებზე და მის გადაადგილებაზე ზედამხედველობა;

ე)  მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის განსაზღვრულ ვადაში ჩატარება, შედეგების გამოვლენა და ინვენტარიზაციის შედეგების ბუღალტრულ ანგარიშგებებში ასახვა;

ვ)  გამგეობის სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ზ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართული ფუნქციონირება;

თ) საკრებულოს, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობა და ტექნიკური მომსახურება;

ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.".

მუხლი 2
დადგენილება  ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი