დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.163.016274 |
|
„თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 აგვისტოს №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/08/2014, 010250020.35.163.016183) და დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
მუხლი 11. გამგეობის სამსახურები 1. გამგეობის სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს გამგებლის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს გამგებლის და მისი დავალებით –საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულების, სამსახურის დებულების საფუძველზე და გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად. 3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 4. გამგეობის სამსახურებია: 1. ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც მოიცავს: ა) მოქალაქეთა მომსახურების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო, ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების განყოფილებას; ბ) ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილებას. 2. არქიტექტურის და მშენებლობის სამსახური, რომელიც მოიცავს: ა) არქიტექტურის, მშენებლობის და სივრცითი მოწყობის განყოფილებას; ბ) ინფრასტრუქტურის განყოფილებას. 3. საფინანსო - საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახური, რომელიც მოიცავს: ა) საგეგმო - სახაზინო განყოფილებას; ბ) შესყიდვების განყოფილებას; გ) ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილებას; დ) ტრანსპორტისა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლუატაციის განყოფილებას. 4. იურიდიული სამსახური, რომელიც მოიცავს: ა) სამართლებრივი ანალიზის განყოფილებას; ბ) ქონების მართვის და ეკონომიკური განვითარების განყოფილებას. 5. კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, რომელიც მოიცავს: ა) კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის განყოფილებას; ბ) სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებას. 6. შიდა აუდიტის სამსახური. 7. ზედამხედველობის სამსახური. 8. სამხედრო არღიცხვისა და გაწვევის სამსახური. 5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა, უფლებამოსილებები და ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს დასამტკიცებლად. 6. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები