დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის №323/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 192/ძ |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.33.062.016084 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის
ბრძანება №192/ძ
2015 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის №323/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის №323/ძ ბრძანებით დამტკიცებულ (სსმ.ვებგვერდი, 23/10/2014, სარეგისტრაციო კოდი 010320040.33.062.016071) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და საკონკურსო თემატიკის III თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი
1. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
1.1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული);
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
დ) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე მუშაობის, აგრეთვე სასამართლო დავებში მონაწილეობისა და ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გამოცდილება;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამის - Microsoft Office Word - ძალიან კარგად ცოდნა;
ვ) სასურველია უცხო ენის ცოდნა ( რუსული ან/და ინგლისური).
1.2 საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი”;
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ”;
ე) საქართველოს კანონი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
ვ) საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“;
ზ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“;
თ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
ი) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
კ) საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ (კარი პირველი);
ლ) საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“;
მ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
ნ) საქართველოს კანონი „პროფესიული თეატრების შესახებ“;
ო) საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;
პ) საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“;
ჟ) საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ“;
რ) საქართველოს კანონი „სპორტის შესახებ“;
ს) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ტ) აფხაზეთის კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
უ) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
ფ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულება.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი დიმიტრი ჯაიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები