დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3740-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/06/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 360060000.05.001.017806 |
|
„თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 03.12.2007, მუხ. 375) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ძირითადი დებულებანი 1. აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში იშვიათი სახეობის მცენარეებისა და ამ ტერიტორიისათვის დამახასიათებელი ტყის ეკოსისტემების დაცვის, ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნების, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში რეკრეაციული, ეკოტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით თბილისის ეროვნული პარკი აღდგენილ იქნეს (ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ტერიტორიის ფარგლებში) და გაფართოვდეს თიანეთის, მცხეთისა და საგარეჯოს სატყეო მეურნეობების, დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის ტყის ფონდის მიწების ნაწილისა და საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალის ხარჯზე; მისი საერთო ფართობი განისაზღვროს სახელმწიფო ტყის ფონდში შემავალი 21036,14 ჰექტარით; თბილისის ეროვნული პარკის აღნიშნული ფართობისთვის მიკუთვნებულ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს მიენიჭოს დაცული ტერიტორიის კატეგორიის – ეროვნული პარკის – სტატუსი. 2. თბილისის ეროვნული პარკი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
.“. 2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. თბილისის ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებული მიწათსარგებლობის, სასარგებლო წიაღისეულით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები ეს კანონი არ ვრცელდება თბილისის ეროვნული პარკის ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში (გარდა „საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების პროექტის განხილვის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს ტყეთმოწყობის მეორე თათბირის 1992 წლის 4 თებერვლის სხდომის ოქმით დასამტკიცებლად რეკომენდებული საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების 1991–2001 წლებისათვის შედგენილი პროექტით განსაზღვრული ტერიტორიისა) ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ა) ქონებრივ ურთიერთობებზე (მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის შემთხვევებში არსებულ ურთიერთობათა ჩათვლით); ბ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე; გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე.“. 3. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს. 4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 2016 წლის 31 დეკემბრამდე მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილება „თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 24 ივნისი 2015 წ. N3740-IIს |
დოკუმენტის კომენტარები