დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნარჩენების მართვის კოდექსი" საქართველოს კანონის მიზნებისთვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.142.016127 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. განისაზღვროს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემა და შესაბამისად არ ვრცელდება „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა) და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დანართი №1-ის შესაბამისად.
2. განისაზღვროს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით გამოიწვევს „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას დანართი № 2-ის შესაბამისად. 3. „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე–2 ნაწილის, 33–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 34–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ვრცელდება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემა.
|
|
დანართი №2
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება გამოიწვევს „ნარჩენების მართვის კოდექსი’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები