დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 897 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 19/01/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440.020.010.05.001.001.684 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25(32), 1999 წელი, მუხ. 129) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 35-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის I თავის, მე-5 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტების, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, VIII და IX თავების დებულებანი ვრცელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაზე.“.
2. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„38. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 15 აგვისტოს №259 ბრძანებულება და „საბაზრო ეკონომიკის პირობებში საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარების მეცნიერული უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 21 იანვრის №16 ბრძანებულება.”.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 29 დეკემბერი.
№897–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები