„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 297
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.018682
297
25/06/2015
ვებგვერდი, 26/06/2015
280120000.10.003.018682
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №297

2015 წლის 25 ივნისი

   ქ.თბილისი

 

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და პატიმრობის კოდექსის 1251 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის №138 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2015, 280120000.10.003.018523) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:

ა) №1.6 დანართის (დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირები (გარდა ელექტრო სავარძელ-ეტლის მოთხოვნის შემთხვევისა). დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს სამინისტროს ან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ სააგენტოსადმი მიმართვა. დამხმარე საშუალების (გარდა ყავარჯნის, ხელჯოხ-ყავარჯნის, უსინათლოთა ხელჯოხისა და გადასაადგილებელი ჩარჩოს) მოთხოვნის შესახებ მიმართვას თან უნდა ერთვოდეს სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი − ფორმა №IV-50/2, აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას); გამონაკლის შემთხვევებში (დაბადების მოწმობისა და პირადობის მოწმობის არქონისას) პირის იდენტიფიცირებისათვის გამოიყენება შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ამ პენიტენციურ დაწესებულებაში პირის იდენტიფიკაციისათვის გამოყენებული ნომრის (ან სხვა რეკვიზიტების) მითითებით;“;

 

ბ) №1.6.1 დანართის (სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი) მე-4  მუხლის მე-6 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.დ) პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;“;

 

გ) №1.6.2 დანართის (საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.დ) პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი