დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 ივნისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 290 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/11/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.018675 |
|
„ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 ივნისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და პატიმრობის კოდექსის 1251 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 ივნისის №145 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/06/2013, 010220020.10.003.017310) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29‑ე მუხლის შესაბამისად, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრის, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს ეროვნული სტრატეგიის განახლებისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავების, შესრულებისა და მისი განხორციელების მონიტორინგის, უწყებათშორისი საქმიანობის კოორდინაციის, აგრეთვე შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიქმნას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე − ლევან იზორია; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს (დეპარტამენტი) დირექტორი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი; სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი; საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები