დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირ(ებ)ისაგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 298 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 25/06/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 08/11/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010170000.10.003.018683 |
298
25/06/2015
ვებგვერდი, 29/06/2015
010170000.10.003.018683
„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირ(ებ)ისაგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირ(ებ)ისაგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №638 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/12/2014, 010170000.10.003.018258) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე;“. 2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს ბიზნესომბუდსმენს;“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები