„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 303
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2015
ძალაში შესვლის თარიღი 03/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018688
303
25/06/2015
ვებგვერდი, 26/06/2015
040030000.10.003.018688
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №303

2015 წლის 25 ივნისი

   ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 18/02/2015, 040030000.10.003.018446) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

  1. მე-10 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში რეგულირების ობიექტის საქმიანობა უკანონოდ ხორციელდება ან/და ამ საქმიანობის შედეგად, შეიძლება მეყსეული და უშუალო საფრთხე შეექმნას სახელმწიფო უშიშროებას, ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას  ან/და მტკიცებულებებს, დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია დროებით შეაჩეროს რეგულირების ობიექტის საქმიანობა ამ ნაწილში (საჭიროების შემთხვევაში, დალუქოს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი ან/და მოწყობილობა, რასთან დაკავშირებითაც, დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხდება ამ წესის  №1 დანართით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტის შედგენა) და დეპარტამენტის უფროსმა ან დეპარტამენტის მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა, ან დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს უფროსმა დაუყოვნებლივ მიმართოს შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შუამდგომლობის წარდგენისას, დეპარტამენტმა უნდა დაასაბუთოს რეგულირების ობიექტის საქმიანობის შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა. თუ რეგულირების ობიექტის საქმიანობის შეჩერება შეუძლებელია ან ეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს რეგულირების ობიექტს, დეპარტამენტი უფლებამოსილია, ამ საფუძვლის გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში, შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

   2.  22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის აღმოსაფხვრელად სავალდებულო ღონისძიებების გატარების ან რაიმე ქმედებებისაგან  თავის შეკავების მიზნით, რეგულირების ობიექტების მიმართ მუშავდება ადმინისტრაციული მიწერილობა (დანართი №5). ადმინისტრაციულ მიწერილობას ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი, ან დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი, ან დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს უფროსი, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობისას,  ინსპექტირების განხორციელების პროცესში, ადმინისტრაციულ მიწერილობას ხელს აწერს შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც არის დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე. ადმინისტრაციული მიწერილობა წარედგი­ნებათ (ბარდებათ) ან ეგზავნებათ რეგულირების ობიექტებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან ამ წესის მე-20 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 3 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი