„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 302
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2015
ძალაში შესვლის თარიღი 03/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.018687
302
25/06/2015
ვებგვერდი, 30/06/2015
010320000.10.003.018687
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №302

2015 წლის 25 ივნისი

ქ.თბილისი

 

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, 010320000.10.003.018196) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის“ (დანართი №1) მე-6 მუხლის:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წამყვანი საჯარო თანამდებობა:

ა) დეპარტამენტის უფროსი;

ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

გ) მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი;

დ) სამსახურის უფროსი;

ე) ადმინისტრაციის უფროსი;

ვ) სამმართველოს უფროსი;

ზ) სამსახურის უფროსის მოადგილე;

თ) ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;

ი) მთავარი ბუღალტერი;

კ) განყოფილების უფროსი.“.

2. მე-2 პუნქტის:

ა) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 3 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი