„ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ივლისის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 288
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 10/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.018673
288
25/06/2015
ვებგვერდი, 26/06/2015
010220000.10.003.018673
„ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ივლისის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №288

2015 წლის 25 ივნისი

   ქ.თბილისი

„ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ივლისის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ივლისის №169 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/07/2013, 010220000.10.003.017336) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, შეიქმნას ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში - საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

 საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე - საბჭოს თანათავმჯდომარე;

 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი - საბჭოს თანათავმჯდომარე;

 საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

 საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე;

 ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;

 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;

 დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

 საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;

 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე;

 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე;

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე/მოადგილე;

 საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე/მოადგილე;

 საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე/მოადგილე;

 საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;

 საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი