„სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 მაისის №316 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 294
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.018679
294
25/06/2015
ვებგვერდი, 26/06/2015
010220030.10.003.018679
„სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 მაისის №316 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №294

2015 წლის 25 ივნისი

   ქ. თბილისი

„სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 მაისის №316 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და პატიმრობის კოდექსის 1251 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 მაისის №316 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/05/2014, 010220030.10.003.017933) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი  მუხლი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციის, აგრეთვე შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნას სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში − საბჭო)  შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, საბჭოს თანათავმჯდომარე;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს მდივანი;

სსიპ − დანაშაულის  პრევენციის  ცენტრის დირექტორი;

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე;

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი;

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი;

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის წარმომადგენელი;

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დირექტორი;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი;

საქართველოს სახალხო დამცველი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი