დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №664 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 285 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 25/06/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 05/06/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 010220030.10.003.018670 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №664 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 5/12/2014, 010220030.10.003.018284) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავებისა და დაგეგმვის კოორდინაციის მიზნით, განისაზღვროს ეკონომიკური საბჭოს (შემდგომში – საბჭო) შემადგენლობა: საქართველოს პრემიერ-მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე; საქართველოს ფინანსთა მინისტრი – საბჭოს წევრი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – საბჭოს წევრი; საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი – საბჭოს წევრი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – საბჭოს წევრი; საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – საბჭოს წევრი; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი – საბჭოს წევრი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – საბჭოს წევრი; საქართველოს ბიზნესომბუდსმენი – საბჭოს წევრი; საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში – ეკონომიკური საბჭოს მდივანი – საბჭოს წევრი.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 5 ივნისიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები