„საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის N14/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 76/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 21/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 11/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 430070000.22.022.016982
76/ნ
21/07/2015
ვებგვერდი, 22/07/2015
430070000.22.022.016982
„საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის N14/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №76/ნ

2015 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის  14/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის №14/ნ ბრძანების (ვებგვერდი, 07.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 430070000.22.022.016749) პირველი მუხლით დამტკიცებულ „საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. ინფორმაციის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მიწოდების წესი და ვადები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) შესაბამისი თვის 20 რიცხვის 20:00 საათის მდგომარეობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა უზრუნველყოფს სამინისტროსათვის ელექტრონული ფორმით შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას:

ა) იმ საჯარო სკოლის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, სადაც სწავლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები;

ბ) იმ საჯარო სკოლის საბანკო რეკვიზიტები, სადაც სწავლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები;

გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და შესაბამისი კლასი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე