„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 191
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016769
191
25/06/2015
ვებგვერდი, 25/06/2015
200090000.22.033.016769
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №191

2015 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„გადასახადების  ადმინისტრირების  შესახებ“  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის  2010  წლის 31 დეკემბრის  №996  ბრძანებით  (სსმ,  ვებგვერდი  060111; 200090000.22.033.016112,  03.01.2011წ.) დამტკიცებული ინსტრუქციის 1111 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უეფას მიერ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს წარედგინება:

ა.ა) განცხადება, №I-02 დანართის შესაბამისად;

ა.ბ) ქართულ ენაზე შესრულებული ან თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური