„ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-103 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-103 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15-62
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.101.016174
15-62
23/06/2015
ვებგვერდი, 25/06/2015
330130000.35.101.016174
„ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-103 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

                 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15-62

2015 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-103 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
 

მუხლი 1
 „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-103 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 06/01/2015; სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.101.016104 ) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საქალაქო სასაფლაოებზე, ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში მითითებული უფლების განხორციელებისას, ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოს ზედამხედველობა,  წესრიგში იქონიოს და მოუაროს სასაფლაოს, საფლავს, ძეგლს და სხვა; აკრძალოს არასახელშეკრულებო ურთიერთობა, გარდა არაკომერციული, უსასყიდლო, ერთჯერადი საქმიანობის განხორციელების შემთხვევისა. “.

2. მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სამარის გათხრის უფლება აქვს მხოლოდ ოპერატორს. გამონაკლის შემთხვევებში:

ა) სამარის გათხრა შესაძლებელია განხორციელდეს ოპერატორის  მიერ საკუთარი ხარჯებით (ეპიდემიის გავრცელება, სტიქიური უბედურება და სხვა);

ბ) თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრულ საქალაქო სასაფლაოებზე, სამარის გათხრა შესაძლებელია განხორციელდეს, ჭირისუფლის მიერ საკუთარი რესურსით, ოპერატორისადმი განცხადებით მიმართვისა და შესაბამისი გარდაცვალების მოწმობის ან გარდაცვალების დამდგენი სხვა დოკუმენტის  საფუძველზე.“.

 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი