დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 59 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340020.22.038.016474 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/06/2015 - 11/03/2016)
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან. |
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულება
|
თავი I
ზოგადი დებულება |
| მუხლი 1 |
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პროტოკოლის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
|
| მუხლი 2 |
სამსახური არის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. |
| მუხლი 3 |
სამსახური თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით. |
| მუხლი 4 |
სამსახური თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. |
| მუხლი 5 |
სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
| მუხლი 6 |
სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქ. №3. |
თავი II
სამსახურის ამოცანები და ფუნქციები |
| მუხლი 7 |
სამსახურის ამოცანაა სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული საორგანიზაციო-საპროტოკოლო უზრუნველყოფა. |
| მუხლი 8 |
სამსახურის ფუნქციებია:
ა) მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების განხორციელება; ბ) მინისტრის მოწვევით სხვა ქვეყნების შესაბამისი დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობა; გ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების (ელჩების), საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათ წარმომადგენელთა შეხვედრების ორგანიზება მინისტრთან, მინისტრის პირველ მოადგილესთან და მინისტრის მოადგილეებთან; დ) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება); ე) მინისტრის მოწვევით სხვა ქვეყნების შესაბამისი დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება (მათ შორის, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება), საქართველოს სხვადასხვა სამინისტროების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში, სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა; ზ) სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურეთა სავიზო მომსახურების ორგანიზება; თ) სამინისტროს წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების (დოკუმენტების) თარგმნით უზრუნველყოფა; ი) სამინისტროში შემოსული ან/და დამუშავებული დოკუმენტების საჭიროებისამებრ თარგმნისა და ბეჭდით დამოწმების უზრუნველყოფა; კ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მოსამსახურეთა ჩართვა საპროტოკოლო ღონისძიების ორგანიზებაში; ლ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების მიერ გასამართი თათბირებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ოქმის წარმოება; მ) სამინისტროს მიერ გასამართი ოფიციალური ღონისძიებებისა და მსგავსი ტიპის აქტივობების ორგანიზება შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანაშრომლობით; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, სამინისტროებისა და შესაბამისი სამსახურების, ასევე საქართველოს პარლამენტის პროტოკოლის სამსახურებთან, სხვა ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და, ასევე, საქართველოში აკრედიტებულ სხვა ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა; ო) საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება. |
თავი III
სამსახურის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები |
| მუხლი 9 |
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე; ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს; დ) ზედამხედველობს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამსახურის უფროსის არყოფნისას სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი სამსახურის ერთ-ერთი მრჩეველი. |
| მუხლი 10 |
1. სამსახურში საჯარო სამსახურს ეწევიან მრჩევლები.
2. სამსახურის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
|
| მუხლი 11 |
სამსახურის მრჩეველი:
ა) ახორციელებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეებისათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიებებს; ბ) მონაწილეობს მინისტრის მოწვევით სხვა ქვეყნების შესაბამისი დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში; გ) ორგანიზებას უწევს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების (ელჩების), საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათ წარმომადგენელთა შეხვედრებს მინისტრთან, მინისტრის პირველ მოადგილესა და მინისტრის მოადგილეებთან; დ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებს (მათ შორის, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება); ე) ორგანიზებას უწევს მინისტრის მოწვევით სხვა ქვეყნების შესაბამისი დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენას სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვას, სტუმრების მიღება-გაცილებას (მათ შორის, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება), სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს; ვ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით; ზ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს მოსამსახურეთა სავიზო მომსახურებას სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში; თ) უზრუნველყოფს სამინისტროს წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების (დოკუმენტების) თარგმნას; ი) უზრუნველყოფს სამინისტროში შემოსული ან/და დამუშავებული დოკუმენტების საჭიროებისამებრ თარგმნასა და ბეჭდით დამოწმებას; კ) საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზებას უწევს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი დაწესებულებების მოსამსახურეთა ჩართვას საპროტოკოლო ღონისძიებებში; ლ) ორგანიზებას უწევს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების მიერ გასამართ თათბირებსა და სამუშაო შეხვედრებს, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, აწარმოებს ოქმს; მ) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანაშრომლობით, ორგანიზებას უწევს სამინისტროს მიერ გასამართ ოფიციალურ ღონისძიებებსა და მსგავსი ტიპის აქტივობებს; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, სამინისტროებისა და შესაბამისი სამსახურების, ასევე საქართველოს პარლამენტის პროტოკოლის სამსახურებთან, სხვა ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და, ასევე, საქართველოში აკრედიტებულ სხვა ქვეყნების საელჩოებთან; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობებით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები