„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა)“ ცვლილების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძისა და დ. ლეჟავას დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1298
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019401
1298
22/06/2015
ვებგვერდი, 29/06/2015
000000000.00.003.019401
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა)“ ცვლილების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძისა და დ. ლეჟავას დანიშვნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1298

2015 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩოხელშეკრულების (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა)“ ცვლილების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძისა და დ. ლეჟავას დანიშვნის შესახებ

1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩოხელშეკრულების (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა)“ ცვლილება.

2.„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ცვლილებაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და დავით ლეჟავა.

პრემიერ-მინისტრი                                              ი. ღარიბაშვილი